შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აგვისტო 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
26 სექტემბერი 2022

2022 წლის აგვისტოში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,401 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 16%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის აგვისტოში სრული წარმოება 1,203 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (+13%), თბოელექტროსადგურებისა (+38%) და ქარის ელექტროსადგურების (+71%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა. 

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა (2022 წლის ივლისში სრული წარმოება 1,308 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბოელექტროსადგურების გამომუშავების მნიშვნელოვან ზრდასა (თბოელექტროსადგურების წარმოება 83-ჯერ გაიზარდა) და ქარის ენერგიის ზრდას (+19%) უკავშირდება, მაშინ როდესაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-11%).

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,206 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (4%-ით მეტი 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით და, 5%-ით მეტი 2022 წლის ივლისთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის აგვისტოში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 195 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც შეადგენდა სრული წარმოების 14%-ს და სრული მოხმარების 16%-ს  (2021 წლის აგვისტოში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 39 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 3%-ს და სრული მოხმარების 3%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა