ინდექსები
ბიზნესის განწყობის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყოველკვარტალური ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2013 წლის დეკემბრიდან ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოსა (BIA) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან (ICC Georgia) თანამშრომლობით ხორციელდება. ბიზნესის განწყობის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდსა და ქართ
ულ მედიაში ქვეყნდება. ინდექსი 3 ქვეინდექსისაგან შედგება: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. ინდექსი მოიცავს ეკონომიკის შემდეგ სექტორებს: მომსახურება, საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა და სხვა სექტორები. თითოეული სექტორისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი ითვლება ონლაინ კითხვარების გამოყენებით, რომლის სამიზნეს ბიზნესის მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან.
ფილტრაცია:
-დან
- მდე