შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყოველკვარტალური ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2013 წლის დეკემბრიდან ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოსა (BIA) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან (ICC Georgia) თანამშრომლობით ხორციელდება. ბიზნესის განწყობის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდსა და ქართ
ულ მედიაში ქვეყნდება. ინდექსი 3 ქვეინდექსისაგან შედგება: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. ინდექსი მოიცავს ეკონომიკის შემდეგ სექტორებს:  მომსახურება, საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა და სხვა სექტორები. თითოეული სექტორისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი ითვლება ონლაინ კითხვარების გამოყენებით, რომლის სამიზნეს ბიზნესის მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან.
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
ბიზნესის განწყობის ინდექსი: 2014 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში
04 აგვისტო 2014

ბიზნესის ნდობის ინდექსი გაიზარდა და [-100; 100] ქულიან ინტერვალზე 40,4‐ს მიაღწია. განმარტებისთვის, როდესაც BCI=100, გვიჩვენებს, რომ ყველა გამოკითხულ ბიზნესს აქვს დადებითი განწყობა. 0 აღნიშნავს, რომ დადებითად და უარყოფითად განწყობილი ბიზნესების რაოდენობა თანაბარია, ანუ ფირმების ცნობით საერთო ბიზნეს გარემოში ცვლილებები არ მომხდარა და -100 აღნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული კომპანია უარყოფითად აფასებს სხვადასხვა ბიზნეს ფაქტორს.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: 2014 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში
23 აპრილი 2014

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბიზნესის განწყობის ინდექსის 2014 წლის მე-2 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა