ინდექსები
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
2024 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 3.6 პუნქტით გაიზარდა და 2024 წლის III კვარტლისთვის 12.8-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მშენებლობის (18.2) და სოფლის მეურნეობის (10.0) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 22.5 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა მშენებლობის (-25.0) და მომსახურების (-23.3) სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 1.1-ით გაიზარდა და 20.7 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა.
2025 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.3 პუნქტით შემცირდა და 16.4-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-7.4) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2023 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.4 პუნქტით გაიზარდა და 18.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+21.7) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.