შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: კლებადი ტენდენცია გრძელდება
26 აპრილი 2022

2022 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.2 პუნქტით შემცირდა და 15.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობისა (-29.7) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-7.6) სექტორებში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 22.6 პუნქტით შემცირდა და 2022 წლის II კვარტლისთვის -9.5-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობისა (-87.1) და საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-45.4) სექტორებში დაფიქსირდა.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 30.6 პუნქტამდე გაიზარდა. 2022 წლის II კვარტლისთვის მოლოდინების ზრდა დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა მშენებლობის და საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორებისა.

შეავსე ფორმა