ინდექსები

ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (*) ნელი ტემპით განაგრძობს შემცირებას. ინდექსის შემცირების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირება.
ბოლო სამი კვარტალის მუდმივი ზრდის მიუხედავად, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსმა, რომელიც გამოხატავს ბიზნესების თვითშეფასებას საკუთარ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე წინა კვარტალის მიხედვით, განიცადა საგრძნობი ვარდნა.
ბიზნესის ოპტიმიზმი ზოგადად მთლიან ეკონომიკაზე მცირედით გაუმჯობესდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოკითხული რესპოდენტების მცირე უმრავლესობა მოელის საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მომდევნო კვარტალში. სხვა სექტორებთან შედარებით, მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საცალო ვაჭრობის სექტორში.
გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. გასაყიდი ფასების ყველაზე მაღალ ზრდას სხვა სექტორებთან შედარებით სამშენებლო სექტორში მომუშავე ბიზნესები მოელიან.
მსხვილი ბიზნესები უფრო დადებითად არიან განწყობილი ზოგადად ეკონომიკაზე ვიდრე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.
მიუხედავად ზომისა,მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე წვდომა ბიზნესების ქმედითუნარიანობის ყველაზე შემზღუდველ ფაქტორებს წარმოადგენენ.
2025 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის II კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 1.3 პუნქტით შემცირდა და 16.4-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-7.4) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.