შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი 2024 | აგრო მიმოხილვა
28 ივნისი 2024

2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა). გარდა ამისა, 2022 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მშპ 2022 წელს 2.9%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მშპ შემცირდა, ერთწლოვანი კულტურების წარმოება გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა ლობიოს წარმოება (2022 წელთან შედარებით – 28%-ით). ბოსტნეულის წარმოება 11%-ით გაიზარდა, მრავალწლოვანი კულტურების – 10%-ით. ამავდროულად გაიზარდა მარცვლეულის (6%) და ერთწლიანი ბალახების (2%) წარმოება. შემცირდა საზამთროს (37%), მზესუმზირის (7%) და კარტოფილის წარმოება (1%).

რაც შეეხება მრავალწლოვან კულტურებს, ყველაზე მეტად კენკრის წარმოების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა (35%), შემდეგ მოდის კურკოვანი ხილის (18%), თესლოვანი თხილის (5%) და სუბტროპიკული ხილის (5%) წარმოების ზრდა. ამავდროულად, თესლოვანი ხილის წარმოება 32%-ით შემცირდა, ყურძნის – 23%-ით, კურკოვანი ხილის კი – 11%-ით. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2023 წელს 2021 წელს არსებული 15%-დან 22%-მდე გაიზარდა. 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 28%-ით გაიზარდა ყურძნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტიც. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ყველაზე დიდი კლება კარტოფილისა (14%) და სიმინდის (9%) შემთხვევაში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ პროდუქტების უმეტესობის შემთხვევაში, თვითკმარობის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ, 2-3%-ით შემცირდა.

შეავსე ფორმა