შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი 2023 | აგრო მიმოხილვა
30 ივნისი 2023

2023 წლის ივნისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2022“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2022 წელს მშპ-ის 7.5% შეადგინა (მუდმივ ფასებში), რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (8%-ზე) ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა). გარდა ამისა, 2021 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მშპ 2022 წელს 2.9%-ით გაიზარდა და უკანასკნელი დეკადის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მშპ გაიზარდა, ერთწლოვანი კულტურების წარმოება შემცირდა. ყველაზე მეტად შემცირდა ლობიოს წარმოება (2021 წელთან შედარებით – 31%-ით). მარცვლეულის წარმოება 14%-ით შემცირდა, კარტოფილის – 15%-ით, ბოსტნეულის – 14%-ით, ნესვის კი – 7%-ით. ამავდროულად, გაიზარდა მზესუმზირის (33%) და ერთწლიანი ბალახების (50%) წარმოება.

შეავსე ფორმა