ინდექსები
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
საქართველოსთვის თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია: 2010-2021 წლებში თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4.4% შეადგინა (საქსტატი, 2022). 2013 წელს კი, ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (30 ათასი ტონა). მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 19 ათას ტონამდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2017 წელი თხილის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: გავრცელდა სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, ხოლო აზიური ფაროსანას შემოჭრამ კიდევ უფრო დაამძიმა სექტორში არსებული სიტუაცია. შედეგად, გაუარესდა როგორც წარმოებული თხილის ხარისხი, ისე შემცირდა წარმოებული რაოდენობაც. 2019 წელს თხილის სექტორმა აღდგენა დაიწყო და 2020 და 2021 წლებში თხილის წარმოება, ისევე როგორც ექსპორტი, კვლავ გაიზარდა. თხილის სექტორისთვის წლევანდელი წელი კვლავ გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, ძირითადად, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო. ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება და, შესაბამისად, გაჩნდა წარმოების შემცირებასა და თხილის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებული მოლოდინები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.
2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.
ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა.
„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.