შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2025 | აგრო მიმოხილვა
08 ოქტომბერი 2025

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2025 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 4.6%-ით შემცირდა. ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 4.5% შეადგინა.

სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ტენდენციები უარყოფითი იყო. 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -3.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც სექტორიდან კაპიტალის გადინებაზე მიუთითებს. ამავდროულად, სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა ეკონომიკურ სექტორებთან შედარებით დაბალი რჩება: 2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ -2%-ს შეადგენს.

2025 წელს რთველი აგვისტოში დაიწყო და საქართვე-ლოს მთავრობამ გააგრძელა ყოველწლიური ყურძნის მოსავლის სუბსიდირების პრაქტიკა. განსხვავებით წინა წლებისგან, სუბსიდიები აღარ გაიცემა კერძო ღვინის კომპანიებისთვის.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს იმ ყურძენს, რომლებზეც არ არის მოთხოვნა კერძო სექტორიდან. კომპანია შეიძენს ყურძენს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფიქსირებულ ფასად. კახეთის რეგიონში საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1.50 ლარი იქნება კგ-ზე. ყურძნისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა სავაჭრო ჯიშის ყურძნის ფასი კი 1.20 ლარი იქნება კგ-ზე. ამავდროულად, არასტანდარტული ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18 პროცენტს, ასევე დაზიანებული ან დაავადებული ყურძენი ეღირება 1 ლარი კგ-ზე. რაჭა-ლეჩხუმში სახელმწიფო უზრუნველყოფს 4 ლარის სუბსიდიას კილოგრამზე როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ყურძნისთვის, რომელსაც ღვინის მწარმოებლები შეიძენენ.

შეავსე ფორმა