ინდექსები

ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა. მანდარინი ძირითადად აჭარაში (70%), გურიაში (18%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (10%) და იმერეთში (2%) მოჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამჟამად საქართველოში ციტრუსის მოყვანა მაინც მცირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველ 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერი სახელმწიფოსგან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებს. ციტრუსის წარმოების შემცირების მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი ზოგადად მზარდი, მაგრამ ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტირებული პროდუქტის 99%-ზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, ევროკავშირში კი – მხოლოდ 1%. საყურადღებოა, რომ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ციტრუსის 58% რუსეთში მიდის, რაც დარგის დსთ-ის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
ვაშლის წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შიდა ქართლის რეგიონში, რომელზეც 2023 წელს მთლიანი წარმოების 71% მოდიოდა; მცხეთა-მთიანეთის წილი 8.5%-ს შეადგენდა, ხოლო ქვემო ქართლის – 7.3%-ს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის სექტორებში რეალური მშპ 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის წილმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის 5.3% შეადგინა.
2024 წლის ივნისში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოსცა წლიური პუბლიკაცია სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ – „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023“. პუბლიკაციის თანახმად, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის და მეთევზეობის გამოშვებამ 2023 წელს მშპ-ის 6.9% შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია, თუმცა შეესაბამება გასული წლების ზოგად ტენდენციას (სოფლის მეურნეობის მშპ მთლიანი მშპ-ის 7-8%-ს შეადგენდა).
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.
„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.