შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი, 2021 | აგრო მიმოხილვა
31 მარტი 2021

2020 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტით დამტკიცებული 18.3 მლრდ. ლარიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 451.6 მლნ ლარს (მთლიანი ბიუჯეტის 2.5%-ს) მიიღებს. სამინისტრო მისთვის გამოყოფილი თანხიდან 10 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 2.2%-ს) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე, 389.6 მლნ ლარს (სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 86.3%-ს) სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დაახლოებით 51.9 მლნ ლარს (11%%) კი გარემოს დაცვაზე დახარჯავს.

2020 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ბიუჯეტი დაახლოებით 6.3%-ით შემცირდება. შემცირების მიუხედავად, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ახალი დაარსებული მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო. 2020 წელთან შედარებით, ამ სააგენტოს ბიუჯეტი 85.8%, საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი კი 19.8%-ით გაიზრდება. ბიუჯეტი შემცირდება ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 37.7%-ით, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის – 15.2%-ით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის – 11%-ით, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოსთვის – 2.4%-ით. 2020 წელთან შედარებით, სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივ პროგრამაზე 9.9%-ით ნაკლებ თანხას დახარჯავს.

შეავსე ფორმა