შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2019 | აგრო მიმოხილვა
07 ოქტომბერი 2019

2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის:

  1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება;
  2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
  3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემების ჩამოყალიბება.

თითოეული მიზნის გაზომვა შესაძლებელია საბაზისო და სამიზნე ინდიკატორებით, რომელიც მოცემულია სტრატეგიაში. კერძოდ კი, მოცემულია ოთხი ინდიკატორი, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ზრდის გასაზომად. ესენია: სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება; ბიზნეს სექტორში პროდუქციის გამოშვება; აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და შინამეურნეობების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები გაანგარიშებული სოფლად მცხოვრებ ერთ შინამეურნეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსია ნაკლებად ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია, კონსოლიდაცია და მიწის ბაზრის განვითარება, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. არადა, ორივე ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა 2019 წლის სექტემბერში, უკავშირდება ფასებს. კერძოდ კი, 2019 წლის სექტემბერში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა, რამაც სფი 3.49 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

შეავსე ფორმა