საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ახლახან გამოაქვეყნა 2020 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური მიმოხილვა. გამოცემის თანახმად, მეორე კვარტალში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოება 4.7%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის წილმა კი ქვეყნის მშპ-ის 10.2% შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც სოფლის მეურნეობაში და თითქმის ექვსჯერ აღემატა 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. თუმცა სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შედარებით დაბალი იყო ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით; სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 3% შეადგინა.
2020 წლის 26 აგვისტოს რთველი დაიწყო. წელს საქართველოს მთავრობა ასუბსიდირებს 2020 წლის ყურძნის მოსავალს, რათა ყურძნის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმაროს. რქაწითელის ან კახური მწვანეს 1 კგ-ზე, 0.8 ლარიდან 0.3 ლარი სუბსიდირებულია. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ყურძნი შესყიდვაშიც ჩაერთვება.
1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, წელს რთველში ღვინის 165 მწარმოებელი და დაახლოებით 21 ათასი მევენახე იღებს მონაწილეობას; გაიყიდა დაახლოებით 227.2 ათასი ტ. ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა კი 235.8 მლნ. ლარი შეადგინა. რადგან რთველი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო მონაცემი ყურძნის გაყიდვებისა და შესაბამისი შემოსავლების შესახებ ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.