ივლისში პოლარიზაციის ინდექსი კვლავ გაიზარდა, რაც განაპირობა ისეთმა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიც იყო შეერთებული შტატების „ღირსეული პარტნიორი 2024“ სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადავადება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საპენსიო კანონთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტის პარლამენტისთვის უკან დაბრუნება, ასევე პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა, რომელიც მოგვიანებით სასამართლომ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ინდექსი შემცირდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისა და ზაფხულის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლების დროს.
ინტერაქტიული გრაფიკი: აჩვენებს იმ მოვლენებს, რომელმაც, დიდი ალბათობით, გამოიწვია მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსის ზრდა
მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი - 2020-2024 (2024 წლის ივლისის მდგომარეობით)