აპრილი 2025 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
აპრილის განმავლობაში პოლარიზაციის ინდექსი მნიშვნელოვნად მერყეობდა და პიკს მიაღწია შემდეგ მოვლენებთან დაკავშირებით: ყაველაშვილის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციისა და მედიის შემზღუდავი კანონების ხელმოწერა; „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების გაცემის აკრძალვის გამოცხადება; დავით დოიაშვილის გათავისუფლება ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან; და საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკები.
ინტერაქტიული გრაფიკი: პოლარიზაცია მერყეობდა მთელი თვის განმავლობაში
მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი - 2020-2025 (2025 წლის აპრილის მდგომარეობით)
