შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2024 | მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი
31 დეკემბერი 2024

ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლარიზაციის დონე სწრაფი ტემპით გაიზარდა და ბოლო პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია, რომელიც დეკემბრის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ტრადიციულად, წლის ბოლოს პოლარიზაციის ინდექსი იკლებს, რადგან ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მცირდება. თუმცა, მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, მიმდინარე წლის ბოლოს პოლარიზაციის მაჩვენებელი მაინც საგრძნობლად აღემატებოდა წინა წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. ინდექსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად მერყეობდა და სწრაფად რეაგირებდა სხვადასხვა მოვლენაზე, მათ შორის ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მაგნიცკის სიაში შეყვანასა და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.

ინტერაქტიული გრაფიკი: დეკემბერში პოლარიზაცია კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია

მედიის (დე)პოლარიზაციის ინდექსი - 2020-2024 (2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით)

შეავსე ფორმა