შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. ინფლაციის სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება, ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი
იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
ივლისი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი 2.9%-ით დაეცა
28 ივლისი 2024

2024 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.78 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, კი ინდექსის ღირებულება თითქმის უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ, 0.04%-ით დაეცა.

ივნისი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი 2.9%-ით გაიზარდა
28 ივნისი 2024

2024 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6 ლარი იყო. სამთვიანი კლების შემდეგ, ივნისში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, კი ინდექსის ზრდამ 6.8% შეადგინა.

მაისი 2024 | ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია გრძელდება
28 მაისი 2024

2024 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა.

აპრილი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში ზედიზედ მეორე თვეა მცირდება
30 აპრილი 2024

2024 აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით აღემატებოდა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.

მარტი 2024 | ხაჭაპურის ინდექსის სეზონური კლება დაიწყო
01 აპრილი 2024

2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული.

შეავსე ფორმა