შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2025 | ხაჭაპურის ინდექსის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება
30 მაისი 2025

2025 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.46 ლარს შეადგენდა. ინდექსის კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ფასი 5.6%-ით შემცირდა 2025 წლის აპრილთან შედარებით. თუმცა წლიურ ჭრილში მაინც 10.7%-ით მაღალი დარჩა 2024 წლის მაისთან შედარებით.

თვიურ ჭრილში ინგრედიენტების ნაწილზე ფასები ოდნავ გაიზარდა: ფქვილი (+0.5%), კვერცხი (+0.8%) და კარაქი (+0.5%). ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ყველის ფასებმა განიცადა და 9.1%-ით შემცირდა, რაც ძირითადად რძის წარმოების სეზონური ზრდით იყო გამოწვეული.

წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსი ოთხივე მთავარ ქალაქში გაიზარდა. თუმცა თვიურ ჭრილში ინდექსი ყველა დიდ ქალაში შემცირდა, გამონაკლისი იყო ბათუმი. ყველაზე მკვეთრი ყოველთვიური კლება (-16.0%) ქუთაისში დაფიქსირდა. ეს კლება სეზონურია, რადგან ადგილობრივი რძის წარმოება იზრდება. ყველის ფასები ქუთაისში უფრო გამოხატულ სეზონურ რყევებს ავლენს სხვა რეგიონებთან შედარებით, რაც იმითაა გამოწვეული, რომ იმერეთი ქვეყნის ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია. რძის სეზონის დაწყებისთანავე, მიწოდების ზრდა გავლენას ახდენს ყველის ფასებზე და ეცემა. ქუთაისისგან განსხვავებით, თვიურ ჭრილში ბათუმში ინდექსი გაიზარდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო საქართველოს ზღვისპირეთის ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებითა და მოთხოვნის თანმდევი ზრდით.

შეავსე ფორმა