14
მარტი
2014
ტოქსოპლაზმა და ახალშობილთა გენდერული დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში
2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ბოლო დროს კულუარული საუბრების თემა გახდა. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.