21
მარტი
2022
თამარ სულუხია
როგორ შექმნა უკრაინამ შესაძლებლობა, სამყარო უკეთესი გახდეს, და იყენებს თუ არა ამ შანსს სამყარო?
უკრაინაში ომი ახალდაწყებული იყო, როდესაც დავწერე (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდსა და Georgian Times-ში), რომ უკრაინის მოვლენები მსოფლიოს შანსს აძლევს გახდეს უკეთესი, ვიდრე ის აქამდე იყო. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ მოვლენები ასე წარმოუდგენლად მძიმედ განვითარდებოდა და ომის 3 კვირის თავზე კიდევ უფრო დიდი და, ვიტყოდი, განუსაზღვრელი ადამიანური და გლობალური ტრაგედიის მომსწრენი ვიქნებოდით.