მმართველი საბჭო
კარინ ტოროსიანი 1997 წელს ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი გახდა, 2005 წელს კი ეკონომიკის დოქტორის წოდება ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის დასრულებისთანავე კარინმა ISET-ში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ სკოლის პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესებია: ვაჭრობა გარდამავალ ეკონომიკებში, შრომა და მიგრაცია, გარდამავალ ეკონომიკებში ჩრდილოვანი ეკონომიკა. კარინი სამაგისტრო პროგრამაზე სტატისტიკას, ეკონომეტრიკას, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე მიკროეკონომიკას და საბაკალავრო პროგრამაზე საერთაშორისო ვაჭრობას ასწავლის. ISET-ში მოსვლამდე იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ასწავლიდა.
მსგავსი ნამუშევრები
ყველას ნახვა