გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ავტორები
მსგავსი კვლევითი ანგარიშები
ყველას ნახვაპროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების პერსპექტივის შექმნის გზით. ამ მიზნის მიღწევა შეიძლება დევნილთა და ეკომიგრანტთა პროფესიული განათლების ხელშეწყობით, რათა გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული და მისი კანონმდებლობა არ შეიცავს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრებას. თუმცა, ტერმინი ნაწილობრივ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის. საოჯახო პასუხისმგებლობის ქონა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო ასაკის მქონე პირის მახასიათებლებზე შრომის ბაზარზე.
საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში — „რეგულირების ზეგავლენის შეფასება და გენდერული ზეგავლენის შეფასება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში”.
გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.