კვლევა შეისწავლის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ზრდას ახლავს თან. კველვა მიზნად ისახავს აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები) და ქართველ საზოგადოებაში.
საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment – RIA) ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, როგორც პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი ნაწილი, თითქმის ათი წლის წინ დაიწყო. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2020 წლის 17 იანვარს დადგენილება №35-ის დამტკიცებით დასრულდა (შემდეგში – „დადგენილება“).
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შვედეთის მთავრობისგან 5,200,000 შვედური კრონი მიიღო. გრანტის მიზანი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოში მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ შემოიღო და/ან გაზარდა მინიმალური ხელფასი. ასეთი პრაქტიკის მთავარი დასაბუთება ის არის, რომ მინიმალური ხელფასი შეიძლება დაეხმაროს ღარიბ ოჯახებს გამოიმუშაონ ცხოვრების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის საჭირო შემოსავალი. საქართველოს მთავრობა ამჟამად მინიმალური ხელფასის გაზრდას განიხილავს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მუდმივად ახორციელებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოების სუბსიდირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მანდარინის სუბსიდირების მიმდინარე პროგრამით, 900 ათასი ლარი დაიხარჯება „არასტანდარტული“ (შედარებით დაბალი ხარისხის ხილის) მანდარინის სუბსიდირებაზე.