გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ეს ანგარიში მომზადდა „საქართველოში ეროვნული სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის ანალიზის“ მანდატით, რომელიც გადაეცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტს „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია“. ეს მანდატი მოიცავს კვლევის სამ უფრო დიდ საკითხს, კერძოდ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისა და კავშირების ანალიზს, რაც მოიცავს ვიზუალიზაციას, არსებული სისტემის ძლიერი მხარეებისა და ნაკლოვანებების დადგენას და რეკომენდაციებს გაუმჯობესებისთვის.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კვლევითი ცენტრის გუნდი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ატარებს. კვლევის შედეგების საფუძველზე, RIA-ის გუნდი წარმოადგენს რეგულაციის ინკლუზიური და მდგრადი განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკის ვარიანტებს.
2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%).
სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“.