შეავსე ფორმა
Logo
ვალებში და გაღატაკებული
26 ივნისი 2017

2011 წელს ქუთაისში მცხოვრებმა ქალბატონმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი აიღო 1500 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თვეში 75 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა პროცენტში. სესხის აღების მიზეზი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა იყო. თუმცა ეკონომიკური სირთულეების გამო მან ვერ შეძლო ყოველთვიური შენატანის დროულად გადახდა და სესხის ვადა 10 თვემდე გაახანგრძლივა, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო ამ თანხის დაფარვა და რამდენჯერმე დაჯარიმდა.

გლობალური პროგრამა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის
01 ივნისი 2017

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდი მონაწილეობს იღებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის გლობალურ პროგრამაში.

თავისუფლება თუ შიში? ცურვის შიში სამხრეთ კავკასიაში
22 მაისი 2017

დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში.

პურს მეპურე უნდა აცხობდეს
19 აპრილი 2017

საქართველოს ამერიკელ და დასავლეთ ევროპელ სტუმრებს ანცვიფრებთ ის, რომ საშუალო ასაკის ქართველი ტაქსის მძღოლები ხშირად ტრაბახობენ რამდენიმე დიპლომით, ხოლო სასტუმროს მისაღებებსა თუ მაღაზიაში ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდები ხშირად სამართლის, ბიზნესისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტდამთავრებულები არიან. თბილისში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ სტუმრებს, შესაძლოა, შეექმნათ წარმოდგენა, რომ საქართველოში იმდენად ჭარბია ადამიანური კაპიტალი, რომ ამ საკმაოდ მარტივ პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა.

ძლიერი და დაბალანსებული ზრდისკენ: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები 2017-2020 წლებში
05 აპრილი 2017

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა