ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას, რომელთა მთლიანი სიმძლავრე 433 მეგავატი, პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1496 მლნ. კვტსთ (2020 წლის მთლიანი გამომუშავების თითქმის 13%) იქნება. ჰესი მდინარე რიონზე, ქუთაისიდან სულ რაღაც 20 კმ-ში უნდა აშენდეს. პროექტს ორი კომპანია, ნორვეგიული Clean Energy Group (10%-იანი წილით) და თურქული ENKA Insaat ve Sanayi AS (90%-იანი წილით) ახორციელებს.
COVID-19-მა ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების ყველაზე დაუცველ და დაბალშემოსავლიან ნაწილზე. თუმცა პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა გამოკვეთა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობაც.
ბოლო პერიოდში ბევრი ვისაუბრეთ COVID-19-ის გავლენაზე ტურიზმის, სამრეწველო და მომსახურების სექტორებზე. თუმცა ცოტა რამ ითქვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე პანდემიის მიმდინარე და სამომავლო ზეგავლენების შესახებ. COVID-19-მა უკვე იქონია და, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის ბაზრის როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე. ამ ეტაპზე ზეგავლენის ზუსტი მასშტაბების შეფასება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არსებული და პოტენციური ზემოქმედებების ზოგადი თეორიული ჩარჩო.
გასული წლის ელექტროენერგიის მოხმარებისა და გამომუშავების დინამიკას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის უმეტეს ნაწილში საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა იყო და მოხმარება თითქმის ყოველთვის აჭარბებდა ადგილობრივ გამომუშავებას. ბოლო 12 თვის განმავლობაში გამონაკლისი იყო მაისი და ივნისი, როდესაც გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა მცირე დროით პოზიტიური გახდა, თუმცა ივლისში კვლავ ნეგატიურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 20 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ თოვლის სიმცირით გამორჩეული თვენახევრიანი პერიოდი უსწრებდა. წინა ბლოგში მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე კლიმატის ცვლილების განვითარების შესაძლო სცენარები განვიხილეთ და ადაპტაციის ზომების უკეთ შესწავლისა და განხორციელების საჭიროება გამოვავლინეთ. თუმცა, სრული სურათის მისაღებად, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა სახის ზეგავლენაა მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში კურორტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე და რა ტიპის ადაპტაციის სტრატეგიების გამოყენებაა შესაძლებელი.