შეავსე ფორმა
Logo
უცვლელი უარყოფითი სხვაობა გამომუშავებასა და მოხმარებას შორის – თავსატეხი, რომელიც შესწავლას საჭიროებს
31 მაისი 2019

მოხმარებისა და გამომუშავების ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ 2018 წლის აგვისტოდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად აღემატება წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობას. გამომუშავებასა და მოხმარებას შორის უარყოფითმა სხვაობამ აპრილში 45 მლნ. კვტ.სთ-ს მიაღწია; ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 966 მლნ. კვტ.სთ, მოხმარება კი 1012 მილიონი კვტ.სთ. გახლდათ. რატომ შენარჩუნდა გამომუშავებისა და მოხმარების უარყოფითი სხვაობა 2018 წლის აგვისტოს შემდეგ და ხომ არ უნდა ველოდოთ უარყოფით სხვაობას მომდევნო თვეების განმავლობაშიც?

გაქცევს თუ არა შენი სმარტფონი უნებლიე „ბოროტმოქმედად“?
20 მაისი 2019

რთულია იმის უარყოფა, რომ სმარტფონებზე უკვე არაჯანსაღად დამოკიდებულები ვართ. მათ მუდმივად ვიყენებთ მოგზაურობების აღსაბეჭდად, რათა შემდეგ მთელი მსოფლიო ხელის ერთ გაწვდენაზე გვქონდეს. თუმცა ამ პატარა, ძვირფას მოწყობილობებს ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც ჩვენ, მომხმარებლები გაუცნობიერებლად ვუწყობთ ხელს. სამწუხაროდ, სმარტფონების მიწოდების ჯაჭვის უარყოფით გავლენაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შევეცდებით, ეს სტატია ერთგვარი გამოღვიძება და შეხსენება იყოს, რომ უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რას ვუჭერთ მხარს უნებლიედ, როგორც მომხმარებლები.

აირჩია თუ არა საქართველომ სწორი გზა პოლიეთილენის პარკების გამოყენების შესამცირებლად?
19 აპრილი 2019

2018 წლის ოქტომბერში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც 15 მიკრონზე თხელი პარკების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვას კრძალავს. ამავე რეფორმის მეორე ტალღა 2019 წლის აპრილში დაიწყო და ყველა ტიპის პოლიეთილენის პარკი მოიცვა. ჩნდება კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკებზე შეზღუდვის დაწესება და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს აკრძალვას?

ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
29 მარტი 2019

2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია.

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები და მოთხოვნა აფხაზეთში. რთული (და ხარჯიანი) თავსატეხი საქართველოსთვის
04 მარტი 2019

საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის.

შეავსე ფორმა