შეავსე ფორმა
Logo
მაისი 2019 | აგრო მიმოხილვა
04 ივნისი 2019

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამას სახელმწიფო ასუბსიდირებს და რვა სადაზღვევო კომპანია ახორციელებს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია.

სანიტარული, ფიტოსანიტარული და ხარისხის სტანდარტების გავლენა CAREC-ის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ნაკადებზე
15 მაისი 2019

ანალიზის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოსა და CAREC-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იმ ცვლილებების შეფასებას, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის შედეგად.

ბიზნესის განწყობის ინდექსი: საფინანსო და სამშენებლო სექტორები საგაზაფხულო განწყობის გარეშე!
06 მაისი 2019

2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) გაუმჯობესდა და 27.0 პუნქტამდე გაიზარდა, რაც 4.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მაჩვენებელს. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა საცალო ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორში.

იანვარი 2019 | აგრო მიმოხილვა
25 იანვარი 2019

2018 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა რეკორდი დაამყარა, როდესაც 200 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე (86 მლნ. ბოთლი). საქართველოსთვის რეკორდული იყო აგრო ექსპორტის მთლიანი ღირებულებაც, რომელიც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

დეკემბერი 2018 | 2018 წელს რეალური მშპ შეიძლება 4.6%-ით გაიზარდოს, რადგან ოქტომბერში მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში მაღალი ზრდა დაფიქსირდა
10 დეკემბერი 2018

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშპ-ის პროგნოზის 2018 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა