
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინტერნიუს საქართველომ MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს გააცნეს MediaTOR-ის ელექტრონული პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის.

მედიატორის ტრენინგის პირველი მოდული „ეკონომიკური საკითხების გაშუქება“ დასასრულს უახლოვდება. ამ მოდულს მაკა ანთიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2021 წლის 16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, ინტერნიუს საქართველომ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში მედიატორის ჰიბრიდულ გაცნობით ღონისძიებას უმასპინძლეს. მედიატორი ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდას.

პროექტის მიზანია, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, შექმნან ეკონომიკური რეფორმების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა და წაახალისოს მედიის როლისა და ჩართულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.