შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

მედიატორი: ეკონომიკურ რეფორმებში მედიის როლი
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი, 2021

2021 წლის 16 დეკემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, ინტერნიუს საქართველომ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში მედიატორის ჰიბრიდულ გაცნობით ღონისძიებას უმასპინძლეს. მედიატორი ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდას.

ღონისძიება გახსნეს თამარ სულუხიამ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, და პიტერ ვიბლერმა, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა. მედიატორზე, მის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებზე კი ისაუბრეს გიორგი პაპავამ, მედიატორის პროექტის მენეჯერმა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, და თინათინ ნაჭყებიამ, მედიატორის პროექტის ტრენინგების მენეჯერმა და ინტერნიუს საქართველოს პროექტების დირექტორმა.

ღონისძიებაზე ორი პანელური დისკუსიაც გაიმართა. პირველი პანელის წევრები იყვნენ პიტერ ვიბლერი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი, პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯ უელტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში, და გიორგი ისაკაძე, ფორბს ჯორჯიას მთავარი რედაქტორი და ბი-ემ-ჯის მმართველი პარტნიორი. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრებს მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში და განიხილეს ის გამოწვევები, რაც ქართულ მედიას აქვს ეკონომიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით.

მეორე პანელზე აქცენტი გაკეთდა მონაცემთა ჟურნალისტიკის პერსპექტივებზე საქართველოში. პანელში მონაწილეობა მიიღეს მედიატორის პროექტის ტრენერებმა და მედიის გამოცდილმა წარმომადგენლებმა, მაკა ანთიძემ, რომელიც GIPA-ს ლექტორია, და ელენე კვანჭილაშვილმა, რომელიც ამჟამად ფორბს ჯორჯიას აღმასრულებელი რედაქტორია.

იხ. მედიატორის პლატფორმა.

ღონისძიების სრული ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე:

შეავსე ფორმა