ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინტერნიუს საქართველომ MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებს გააცნეს MediaTOR-ის ელექტრონული პლატფორმა – ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის.
MediaTOR ინოვაციური პროექტია, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და ინტერნიუს საქართველო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებენ. მისი მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკის განვითარება და ეკონომიკური რეფორმების დანერგვის პროცესში მედიისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა.
ორდღიანი ღონისძიების პირველი დღე დაეთმო დისკუსიებს ელექტრონული კომერციის, ტურიზმისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების რეფორმების შესახებ. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა კი USAID-ის მიერ მხარდაჭერილ სხვა რეფორმებზე ისაუბრეს.
ტრენინგის მეორე დღეს ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებმა გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. მედიატორის პლატფორმა.