საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
25 იანვარს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, დავით კეშელავამ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ თემატურ მოკვლევაში მიიღო მონაწილეობა. თემატური მოკვლევა კონრად ადენაუერის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით განხორციელდა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიიების მოზიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესწავლასა და გააზრებას ემსახურებოდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვის 2021 წლის მე-3 კვარტლის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
მთელ მსოფლიოში ქვეყნები ცდილობენ, სწრაფად იმოქმედონ და დაეხმარონ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ მოსახლეობას. ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად მთავრობები ცდილობენ, მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და განახორციელონ დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები. საქართველოც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროექტი გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების შემოტანას საქართველოში და მის შემდგომ გადამუშავებას.
საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დარჩენილი, თუმცა 2012 წლიდან სექტორი ყურადღების ცენტრში მოექცა. სახელმწიფოს მიერ სექტორის დაფინანსება 2011 წელს 85 მლნ. ლარიდან მომდევნო წლებში 200 მლნ. ლარამდე გაიზარდა და 2020 წლისთვის თითქმის 293 მლნ. ლარი შეადგინა. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი ათზე მეტი პროგრამა შეიმუშავა. 2013 წელს დაარსდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოც (APMA), რომელიც აღნიშნული პროგრამების მართვაზეა პასუხისმგებელი.