შეავსე ფორმა
Logo
რეფორმეტრმა ელექტრონული კომერციის რეფორმის მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
07 დეკემბერი 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. რეფორმა მოიცავს ელექტრონული კომერციის სფეროს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფისა და საგადახდო სისტემასა და საგადახდო მომსახურების მიმართულებებით.

რეფორმეტრმა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის პირველ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
17 ნოემბერი 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

გადახდისუუნარობის რეფორმის შეფასება
01 ნოემბერი 2023

გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, მკვეთრად განსხვავდებოდა საერთაშორისო სტანდარტებისგან და ვერ აკმაყოფილებდა ვერც კრედიტორთა და ვერც მოვალეთა საჭიროებებს. იგი არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო სუბიექტებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც კომპანიის ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია.

რეფორმეტრმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმაზე მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
26 ოქტომბერი 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

ტურიზმის რეფორმის შეფასება
01 აგვისტო 2023

ტურიზმის რეფორმა მოიცავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას.

შეავსე ფორმა