დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია (Rijsberman, 2019).
თამბაქოს მოხმარება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოდელირებული შეფასებებით, 2019 წელს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 32 პროცენტი ეწეოდა თამბაქოს.
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჰაერის დაბინძურება გლობალურ პრობლემად გადაიქცა. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მავნე ემისიების მოცულობა მუდმივად იზრდება, მსოფლიოს ბევრ ადგილას კი ცალკეული დამაბინძურებელი ნაწილაკების კონცენტრაცია რეკომენდირებულ უსაფრთხო დონეზე მეტია. ემისიის გაზრდილი მოცულობა დაკავშირებულია სხვადასხვა საზიანო შედეგთან: ზიანი ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, პროდუქტიულობის შემცირება, მიწის ფასების კლება.
ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ნარჩენები შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2050 წლისთვის გლობალური ნარჩენების ამჟამინდელი დონე 70%-ით გაიზრდება.
პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. უკიდურესად გაართულა მრავალი ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაც. მოიტანა აურაცხელი ადამიანური ტრაგედია, სოციალური კონტაქტების პარალიზება, ეკონომიკური კრიზისი და, გარკვეულწილად, კულტურული შოკიც კი.