05
დეკემბერი
2021
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური კვლევების მონიტორინგის პროგრამის (ERMP-ის) კვლევით კონკურსში, რომელიც ევრაზიისა და ჩინეთ-რუსეთის კვლევების ცენტრმა (CREC) გამართა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევითი პროექტის წინადადება ERMP-ის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფინალში გავიდა.
17
მარტი
2020
ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ერთი პროდუქტის წარმოება, როგორც წესი, დედამიწის მრავალი ქვეყნის საწარმოო რესურსების ჩართულობას გულისხმობს. მაგალითად, ტიპური iPhone-ის წარმოების პროცესში 7 ქვეყანაა ჩართული: აშშ, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჩინეთი და შვეიცარიაც კი. ეკონომისტები აღნიშნულ პროცესს გლობალური ღირებულების ჯაჭვების სახელით მოიხსენიებენ. გლობალური ღირებულების ჯაჭვების აღმოცენებამ ორიოდე ათწლეულზე მეტი ხნის წინ გარდაქმნა ეკონომისტების შეხედულებები ქვეყნების შეფარდებითი უპირატესობისა და წარმოების სპეციალიზაციის შესახებ.
22
აპრილი
2012
2012 წელს ჩინეთში ყოველ 100 ახალშობილ გოგოზე 113 ბიჭი მოდიოდა, ინდოეთში – 112, ვიეტნამში – 111. უკვე დიდი ხანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გენდერული დისბალანით გამოწვეული სოციალური კრიზისის საფრთხე მედიის ყურადღების ცენტრშია.