გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
28 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეგიონული შეხვედრა გამართა ერევანში, რომლის თემაც იყო გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტები.
29 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „გენდერული თანასწორობა სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ: პოლიტიკის კვლევის ახალი ინსტრუმენტი“, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი გენდერის პოლიტიკაზე მომუშავე საზოგადოებას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა უპირველესი ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, სიღარიბის მხრივ, კრიზისი გლობალურად გამწვავდა როგორც COVID-19-ის პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის გამო.
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სოციალური პოზიციების მისანიჭებლად, გენდერული და ასაკობრივი ნიშნით როლების დასადგენად და მწირი რესურსების გასანაწილებლად საზოგადოებაში იყენებდნენ სოციო-ბიოლოგიურ მარკერებს – სქესსა და ასაკს.