![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
მომხმარებელთა განწყობის მორიგი ზრდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული დაღმავალი ტენდენციის
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
მომხმარებელთა განწყობის ინდექსი კვლავ შემცირდა. 2024 წლის იანვარში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) მცირე კლების შემდეგ, კლების ტენდენცია გაგრძელდა და თებერვალში -15,5-დან -17,7-მდე (2,2 პუნქტით) შემცირდა. ქვე-ინდექსები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 1 პუნქტით გაიზარდა, მოლოდინების ინდექსი კი, პირიქით, 5,3 პუნქტი შემცირდა.
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
მომხმარებელთა განწყობის ინდექსის აღმავალი ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის დეკემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) ზრდის შემდეგ, იანვარში მცირე კლება დაფიქსირდა და მაჩვენებელი 1.4 ინდექსის პუნქტით, -14.1-დან -15.5-მდე შემცირდა. ვარდნა დაფიქსირდა ორივე ქვე-ინდექსის შემთხვევაში: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.9 პუნქტით დაეცა
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
მომხმარებელთა განწყობა გაუმჯობესდა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნოემბერში დაფიქსირებული -20.1 პუნქტიდან დეკემბერში -14.1 პუნქტამდე გაიზარდა (6 პუნტქი). გაიზარდა როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინების ქვე-ინდექსი. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მოლოდინების გაუმჯობესება იყო (მიმდინარე მდგომარეობის ქვე-ინდექსი გაიზარდა 4.7 პუნქტით, მოლოდინების კი – 7.4 პუნქტით).
![](https://iset-pi.ge/site_images/date.png)
ინდექსის ზრდის ტენდენცია შეიცვალა. 2023 წლის ნოემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსის (CCI) აღმასვლის ტენდენცია შეიცვალა. ინდექსი 3.7 ერთეულით შემცირდა და ოქტომბერში არსებული -16.4 პუნქტიდან ნოემბერში -20.1 პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ შემცირებაში წვლილი შეიტანა ორივე ქვე-ინდექსმა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 5 პუნქტით შემცირდა, მოლოდინების ინდექსი კი – 2.4 პუნქტით.