2018 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა 997 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+35% 2017 წლის მარტთან და +7% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი (24%) ენგურისა (188 მლნ. კვტ.სთ.) და ვარდნილის (49 მლნ. კვტ.სთ.) ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს. ადგილობრივმა ბაზარმა 1,116 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია მოიხმარა (+9% 2017 წლის მარტთან და +5% 2018 წლის თებერვალთან შედარებით). ამ ელექტროენერგიის დაახლოებით 19% (207 მლნ. კვტ.სთ.) აფხაზეთმა მოიხმარა.
შარშან ბიტკოინისა და ეთერიუმის კრიპტოვალუტების აურზაურის შემდეგ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყურადღების ცენტრში მოექცა. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთს ასწრებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას. დღეისთვის ფინანსური ინსტიტუტების დაახლოებით 15% ტრანზაქციების დაზღვევისა თუ დადასტურებისთვის უკვე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. IBM იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა ბლოკჩეინის პოტენციალი და დაიწყო ამ კონცეფციაზე მომუშავე სტარტაპების წახალისება.
ერთ დროს საქართველოს აბუ-გრეიბში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2012 წლის სექტემბრის ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2013 წელს დაწესებულების პერსონალი შეიცვალა ან გადამზადდა, რის შედეგადაც თანდათან და ეფექტურად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. 2014 წელს დაწესებულებას გადაეცა ქვეყნის საუკეთესო გამოსასწორებელი დაწესებულების ჯილდო.
პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად.