დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა ტაბუდადებული იყო. თუმცა სულ ახლახან, თავად ეკლესიის მსახურებმა მოხსნეს ეკლესიას ეს ტაბუ და საჯაროდ გამოიტანეს ეკლესიაში არსებული ურთიერთდაპირისპირება. 2016 წელს, პაპ ფრანსისის ვიზიტს ორმხრივი ბრალდებები მოჰყვა. დეკანოზი დავით ისაკაძე პაპის ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა და ორ დეკანოზს, თეოდორე გიგნაძესა და ალექსანდრე გალდავას სექტანტობასა და ეკლესიის მტრობაში ადანაშაულებდა.
მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესის სწრაფი ტემპებისა, შეშა კვლავაც რჩებია შინამეურნეობათა ძირითად საწვავად. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, 2014 წელს შინამეურნეობებმა საქართველოში 19,131 ტერაჯოული ბიოსაწვავი და ნარჩენები (ძირითადად შეშა) მოიხმარეს. შეშის წილი შინამეურნეობის მიერ მოხმარებულ ჯამურ ენერგიაში 38%-ს შეადგენს.
2017 წლის იანვარში სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარტში კი საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. თუმცა ამჟამად დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე რადიკალური ნაბიჯებია საქართველოს თამბაქოსგან თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევისკენ. ახალი კანონპროექტი სრულად ფარავს თამბაქოს წარმოებას, შეფუთვას, მარკეტინგს, რეკლამას, გაყიდვას, მოხმარებას და თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს.
„ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ბოლო კვირების განმავლობაში საჯარო განხილვის საგანი გახდა. ამ სახელში ერთიანდება საქართველოს ორი საკანონმდებლო აქტი: 1) 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადების დასაწესებლად ან საგადასახადო განაკვეთის გასაზრდელად საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება და 2) 2013 წელს ძალაში შესული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომელიც დამატებით შეზღუდვებს უწესებს ხელისუფლებას ფისკალურ პოლიტიკის განხორციელებაში (იხ. ცხრილი 1).
ზემოთ მოყვანილი ციტატა კარგად მიესადაგება ევროკავშირის დღევანდელ მდგომარეობას, რომლის კრიზისი გრძელდება, ღრმავდება და უფრო და უფრო მეტ სუბიექტს ითრევს. გავიხსენოთ რამდენიმე კარგად ცნობილი მოვლენა და ფაქტი: საბერძნეთი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ჩაერთო მოვლენათა ამ ჯაჭვში, როდესაც 2009 წელს ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნა. იმ პერიოდში, არაოფიციალური შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7%-იდან ჯერ 13%-მდე, შემდეგ კი 15%-მდე გაიზარდა.