საქართველოს ამერიკელ და დასავლეთ ევროპელ სტუმრებს ანცვიფრებთ ის, რომ საშუალო ასაკის ქართველი ტაქსის მძღოლები ხშირად ტრაბახობენ რამდენიმე დიპლომით, ხოლო სასტუმროს მისაღებებსა თუ მაღაზიაში ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდები ხშირად სამართლის, ბიზნესისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტდამთავრებულები არიან. თბილისში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ სტუმრებს, შესაძლოა, შეექმნათ წარმოდგენა, რომ საქართველოში იმდენად ჭარბია ადამიანური კაპიტალი, რომ ამ საკმაოდ მარტივ პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა.
ქართველი მეაწრმეებისთვის ბიზნესისა და იდეების დაფინანსების ტრადიციულ და ხშირად ერთადერთ გზას საბანკო კრედიტით, ე.წ. სესხით, დაფინანსება წარმოადგენს. ამგვარი დაფინანსება ძალიან შეზღუდულია სტარტ-აპებისა და არსებობის საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის, რადგან ისინი მაღალრისკიან სეგმენტად ითვლებიან, უზუნველყოფისთვის საჭირო აქტივები არ გააჩნიათ, ასევე, მაღალია საპროცენტო განაკვეთი სესხზე და კომპანიებს, რომლებიც ჯერჯერობით საკმარის შემოსავალს ვერ იღებენ, არ მიუწვდებათ ასეთ სესხზე ხელი.
შემოთავაზებული პროექტის მიზანი საქართველოში სამეწარმეო განათლებისა და TVET-ის ოფიციალურ სისტემაში გადამზადების პროგრამის გაძლიერებაა.
2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება და ამგვარად ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მას შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სოკოებივით მომრავლდა; უკვე 13000 ფერმერია დარეგისტრირებული 1500 კოოპერატივში. კოოპერატივების გასაძლიერებლად, დონორები, ევროკავშირის მეთაურობით, კოოპერატივებსა და მათ წევრებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ასევე, უტარებენ ტრენინგებს და უწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.