შეავსე ფორმა
Logo
ნეტო-აღრიცხვა – განხორციელებადი ,,მწვანე“ ალტერნატივა გამომუშავებისა და მოხმარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?
29 მარტი 2019

2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია.

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები და მოთხოვნა აფხაზეთში. რთული (და ხარჯიანი) თავსატეხი საქართველოსთვის
04 მარტი 2019

საქართველოს ელექტროენერგიის სისტემისათვის ზამთარი ყოველთვის პრობლემურ სეზონს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყლის საკმაოდ უხვი რესურსი აქვს, ზამთარში რამდენიმე (სეზონური და მცირე) ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) ან საერთოდ წყვეტს ფუნქციონირებას ან ელექტროენერგიის გამომუშავებას საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, ზამთარში ჰიდროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ ორ დიდ ჰესზე, ენგურსა და ვარდნილზე მოდის.

უნდა გვაღელვებდეს თუ არა გამომუშავების დეფიციტი ელექტროენერგიის ბაზარზე და რა შეიძლება გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად?
01 თებერვალი 2019

2012-2016 წლებში მოხმარებასა და გამომუშავების წლიურ ტენდენციას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ პერიოდში გამომუშავება მოხმარებას აჭარბებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება-მოხმარებას შორის სხვაობა დადებითი იყო. თუმცა 2017 წელს ტენდენცია შიეცვალა და ადგილობრივი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა. პირველ გრაფიკზე ვხედავთ, რომ 2018 წელს განსხვავება კიდევ უფრო გაღრმავდა, კერძოდ, გამომუშავება-მოხმარებას შორის უარყოფითი სხვაობა 2017-ის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა (344 მლნ. კვტ.სთ-იდან 447 მლნ. კვტ.სთ-მდე).

ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი და იმპორტირებული ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასები: შემაშფოთებელი ტენდენცია თუ ხარვეზი მონაცემებში?
30 ნოემბერი 2018

სექტემბრის ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ კლებადი ტენდენცია ნარჩუნდება, მაშინ როცა მოხმარებასა და გამომუშავებას შორის არსებული განსხვავება კიდევ უფრო მწვავდება. სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში გამომუშავებამ 8%-ით იკლო, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 5%-ით. გამომუშავების ეს წლიური შემცირება უმეტესწილად ჰიდრო (-1%) და თბო ელექტროენერგიის კლებითაა (-17%) გამოწვეული, რაც საგრძნობლად აჭარბებს ქარის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდას (+4%).

კვლავ გახდა თუ არა რუსეთი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მთავარი უცხოელი მიმწოდებელი?
05 ნოემბერი 2018

აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის შემდეგ საქართველოს ამ კუთხით ისევ კლებადი ტრენდი ჰქონდა; აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 2018 წლის სექტემბერში 14%-ით შემცირდა. ქართულმა ელექტროსადგურებმა 849 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 955 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა.

შეავსე ფორმა