გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2021 წლის ივნისის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პროექტის მიზანია, ქართული მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, შექმნან ეკონომიკური რეფორმების შესახებ ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა და წაახალისოს მედიის როლისა და ჩართულობის ზრდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში.
ILO-ის მიერ შემუშავებული დედობის დაცვის კონვენცია, 2000 (ნ. C183) ხელს უწყობს „სამუშაო ძალაში ყველა ქალის თანაბარ მონაწილეობას და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას“. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც საჭიროა ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების ადეკვატურად დასაცავად შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 38 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული, რომელთა რიცხვში საქართველო ჯერ არ შედის.
პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ოჯახში დასაქმებულების შესახებ 189-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს. კონვენცია მიზნად ისახავს ყველასთვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი იყო (იხ. დიაგრამა 1).