21
იანვარი
2017
2005 წელს საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღო. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე თითოეული უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა, რა გამოცდები უნდა ჩაებარებინა აბიტურიენტს, გამომცდელებიც უნივერსიტეტიდან იყვნენ. ეს პრაქტიკა სისტემის ბოროტად გამოყენების და კორუფციის საშუალებას იძლეოდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვით საქართველოს მთავრობამ სისტემა უფრო სამართლიანი და მეტად გამჭვირვალე გახადა.
14
იანვარი
2017
1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ზე მეტით შემცირდა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი მას მერე, განსაკუთრებით კი 2003 წლიდან, სწრაფად იზრდებოდა და 2013 წელს 1990 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ვითარება სრულებით სხვაგვარად ვითარდებოდა.
30
დეკემბერი
2016
2015 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ (მსსკ) მიიღო საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილი (MMP). პროფილი მომზადდა მსსკ-ის წევრი სახელმწიფო უწყებების აქტიური მონაწილეობით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მართული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) მხარდაჭერით.
24
დეკემბერი
2016
ფერმერები გაცილებით ეფექტურები იქნებიან, თუ ახალ-ახალი ინფორმაცია ექნებათ ფასებზე, სხვადასხვა პრაქტიკასა თუ ამინდზე. მობილური ტელეფონების და მობილური ინტერნეტის წყალობით, მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი ფორმით შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში აქტიურად იყენებს ინტერნეტის სიკეთეებს.
19
დეკემბერი
2016
ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება, არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“.