შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი: უცხოელი სტუდენტები საქართველოში
პარასკევი, 30 დეკემბერი, 2016

2015 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ (მსსკ) მიიღო საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილი (MMP). პროფილი მომზადდა მსსკ-ის წევრი სახელმწიფო უწყებების აქტიური მონაწილეობით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მართული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) მხარდაჭერით. მიგრაციის პროფილის მიზანია ხელი შეუწყოს კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას ქვეყანაში. მასში განხილულია მიგრაციული პროცესების ყველა ძირითადი ასპექტი და მისი გავლენა ქვეყნის დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. მიგრაციის პროფილი წარმოადგენს მიგრაციასთან დაკავშირებული მონაცემების სანდო წყაროს, როგორც ადგილობრივი ინსტიტუტების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მკვლევრებისთვის.

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების და მართვის გასაუმჯობესებლად, 2016 წლის მაისში მსსკ-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საშუალო და მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილების შემუშავების გზამკვლევი, რომელიც აღწერს მიგრაციის პროფილზე მუშაობის პროცესს, მონაცემთა წყაროებს, დოკუმენტის სტრუქტურასა და შინაარსს. 

შეავსე ფორმა