შეავსე ფორმა
Logo
ბიზნესის განწყობის ინდექსი: ცისფერი მთები
02 თებერვალი 2021

2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა. ყველაზე დიდი ზრდა სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. BCIის დადებითი ცვლილება 2021 წლის I კვარტლისთვის ოპტიმისტურმა მოლოდინებმა და გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.

COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაში: გამოწვევა, შესაძლებლობა თუ ორივე?
01 თებერვალი 2021

COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე.

დეკემბერი 2020 | CCI: პანდემიამ საახალწლო ზეიმებს აფერხებს
01 თებერვალი 2021

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსის 2020 წლის დეკემბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა – პირველი ანგარიში
01 თებერვალი 2021

წინამდებარე ანგარიში მოიცავს ეკონომიკური ტენდენციების ანალიზსა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმოხილვას (ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში) ექვსი სექტორის წინასწარ შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში. ანგარიშის მიზანია, გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი სექტორები: ტურიზმი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მსუბუქი მრეწველობა, გაზიარებული ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მართვა და გადამუშავება და გამჭოლი (cross-cutting) სექტორები.

დეკემბერი 2020 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა - წლის შეჯამება
29 იანვარი 2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2020 წლის წლიური ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

შეავსე ფორმა