როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ იფიქრა, მოტოციკლი საქართველოს საშინელ გზებზე არ გამოადგებაო (არადა მთის მოტოციკლი იყო, თუმცა ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი დაუსჯელობა იყო).
1990-იან წლებში ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა სასაცილო იყო. სტუდენტები ან მათი მშობლები საგამოცდო კომიტეტის ხელმძღვანელებთან ან ფაკულტეტის დეკანებთან „ვადებსა და პირობებთან“ დაკავშირებით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკებები გულისხმობდა ქრთამს, რომლის გადახდაც იყო საჭირო გარკვეული „მომსახურების“ მიღების სანაცვლოდ.
სულ რაღაც 25 წელი გავიდა და სამყარო ჯერ კიდევ სავსეა „წინააღმდეგობრიობებით“ (რომელთა დასრულებაც არის ამოსავალი ფუკუიამას ისტორიის დასასრულის ჰეგელისეული აზროვნების გასაგებად). ეს წინააღმდეგობრიობები ყველაზე კარგად ჩანს ევროპასა და აშშ-ში მიგრაციის, განახლებული სავაჭრო ომის, გეოპოლიტიკური პაექრობისა და რელიგიური კონფლიქტების შესახებ მუდმივად მიმდინარე ცხარე განხილვებისას.
ქართული რეფორმები იქცა საერთაშორისო ვაჭრობის საგნად. ყოფილი ქართველი რეფორმატორები, რომლებსაც სამშობლოში სათანადოდ არ აფასებენ და აღარ სჭირდებათ, მაღალი ანაზღაურების ფასად, კონსულტაციებს უწევენ მონღოლეთს, ცენტრალურ აზიას, უკრაინას, მოლდავეთსა და კიდევ უფრო შორეულ განვითარებად ბაზრებს. დაინახა რა ბიზნეს-შესაძლებლობა, ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსანთა ერთმა ჯგუფმა, ქართული რეფორმების სულისჩამდგმელი კახა ბენდუქიძის თავკაცობით, ახლახანს დააარსა საკონსულტაციო სააგენტო „რეფორმატორები“ (Reformatics).
2012 წლამდე საქართველო ხელს უწყობდა უცხოელებს მიწის შეძენასა და ქვეყნის სუსტ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის დანერგვაში. ამ უაღრესად ლიბერალურმა მიდგომამ, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო ქვეყანაში ისეთი ინვესტიციების შემოდინებას, როგორიცაა ფერერო (4000 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაციები სამეგრელოში) და ჰიპი (ორგანული ვაშლისა და ვაშლის კონცენტრატის წარმოება შიდა ქართლში).