“სამხრეთ კავკასიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ რეგიონული პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაკვეთით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი „სამხრეთ კავკასიის გენდერული თანასწორობის ინდექსს“ შეიმუშავებს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს ინტელექტუალურად საინტერესო, კოლაბორაციულ სამუშაო გარემოს, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობებსა და კონკურენტულ ანაზღაურებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის 2021 წლის ოქტომბრის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2021 წლის 25 ნოემბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ცოდნისა და ინფორმაციის სისტემაში შემავალი ინსტიტუტებისა და ბენეფიციარებისათვის ინფორმაციის ხარისხის ერთიანი სტანდარტი და მისი პილოტირების შედეგები დაინტერესებულ მხარეეთა შეხვედრაზე წარადგინა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი CAREC Think Tank Network-ის აქტიური წევრია. ორგანიზაციამ 23-24 ნოემბერს CAREC Think Tank განვითარების მეხუთე ფორუმს უმასპინძლა, რომელსაც CAREC-ის ინსტიტუტის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონების წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ლიდერები, ექსპერტები და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რათა ესაუბრათ ეკონომიკურ დერეფნებზე, როგორც ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელზე.