2022 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.84 ლარი იყო, რაც 0.4%-ით აღემატებოდა 2022 წლის თებერვლის მაჩვენებლს და 31.4%-ით – 2021 წლის მარტის მაჩვენებელს.
13 აპრილს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მასპინძლობს ღონისძიებას „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ექსპერტებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
რეფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ხელშეწყობას სათანადო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოსა და საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. ელექტრონული კომერციის რეფორმა მრავალი სხვადასხვა ასპექტისაგან შედგება და აერთიანებს დამნერგავი სამთავრობო უწყებების, საჯარო სექტორის დაინტერესებული მხარეების და კერძო სექტორის აქტივობებს.
2022 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 890 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 29%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის თებერვალში სრული წარმოება 692 მილიონი კილოვატსაათი იყო).
29 მარტს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდის წარმომადგენლებმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა (ESP) და ეკონომიკური მმართველობის (EGP) პროგრამების მიერ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (CSO) და კერძო სექტორული ასოციაციების (PSA) ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ტრენინგები ჩაატარეს.