შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივლისი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
05 სექტემბერი 2022

2022 წლის ივლისში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,308 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის ივლისში სრული წარმოება 1,240 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურებისა (+6%) და ქარის ელექტროსადგურების (+23%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების გამომუშავება შემცირდა (-31%). 

თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 12%-ით შემცირდა (2022 წლის ივნისში სრული წარმოება 1,485 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე კლება ჰიდროელექტროსადგურების (-12%) და თბოელექტროსადგურების (-15%) გამომუშავების კლებამ გამოიწვია. ქარის ელექტროსადგურის წარმოება კი, გაიზარდა (+34%). 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,147 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (1%-ით ნაკლები 2021 წლის ივლისთან შედარებით და, 6%-ით მეტი 2022 წლის ივნისთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის ივლისში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 161 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 12%-ს და სრული მოხმარების 14%-ს შეადგენდა (2021 წლის ივლისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 79 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 6%-ს და სრული მოხმარების 7%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა